ინტერვიუ არქიტექტორ მარიამ ფოფხაძესთან
#ინტერვიუ
გაიცანით მარიამი, არქის არქიტექტორი, რომელიც 2 წელზე მეტია ჩვენი გუნდის წევრია, მოცემულ ინტერვიუში გაიგებთ მისი ხედვებისა და ინტერესების შესახებ
ფორმა VS ფუნქცია- პროექტირების პირველ ეტაპზე რომელზე იწყებთ ფიქრს, არქიტექტურულ ფორმაზე თუ ობიექტის დანიშნულებაზე?
როდესაც რეალური შენობის დაპროექტებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ პირველ ეტაპზე ფუნქციონალური ასპექტები უნდა დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე შენობის გარეგნულ იერსახეში ავსახოთ მათი დანიშნულება.
როგორი ტიპის არქიტექტურა და დიზაინი არის თქვენთვის ყველაზე დიდი სტიმულის წყარო?
ჩემთვის მინიმალიზმის ფილოსოფია არამხოლოდ ინტერიერსა და არქიტექტურაშია ყველაზე დიდი მოტივატორი, არამედ ცხოვრებაშიც.
კრეატიულობის თვალსაზრისით, თქვენთვის რომელია ყველაზე მეტად შთამაგონებელი და სასიამოვნო - არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი თუ პროდუქტის დიზაინი?
ავანგარდული ხელოვნება, სუპრემატიზმი, ძალიან დიდი ინსპირაციის წყაროა ჩემთვის.
არქის რომელ პროექტს გამოარჩევდით ?
მომწონს არქი ნუცუბიძე, რადგან ჩემთვის ძალიან დახვეწილი არქიტექტურაა.
რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა არქიტექტორებს?
მუდმივად იყვნენ საქმის კურსში ახალი ინოვაციების და თვალი ადევნონ ტრენდებს.
როდის და როგორ გახდით არქის გუნდის წევრი?
უკვე მეორე წელი მისრულდება რაც არქიში ვმუშაობ. ვაკანსიის შესახებ გავიგე მეგობრისგან, გამოვაგზავნე რეზიუმე და გასაუბრების გავლის შემდეგ ამიყვანეს არქიტექტორის პოზიციაზე.
რა გავლენა აქვს არქის თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში ?
არქიში დიდი გამოცდილება მივიღე. ზოგადად, დასაქმებულ არქიტექტორს შესაძლოა სხვადასხვა განხრით უწევდეს მუშაობა და არ ჰქონდეს შესაძლებლობა სრული პროექტი, ცარიელი ფურცლიდან მხოლოდ მან დაამუშაოს. არქი არქიტექტორებს აძლევს შანსს მასშტაბურ პროექტს უხელმძღვანელონ დამოუკიდებლად.
რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?
თავისუფლება, რომელსაც მოიპოვებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე. შესაძლებლობა, ისაუბრო საერთაშორისო ენაზე შენი შემოქმედებით.
მოგვიყევით თქვენს ინტერესებსა და ჰობიზე.
მიყვარს ხატვა, მუსიკა, ძერწვა, 1 წელია რაც იოგით ვარ გატაცებული და მგონია, რომ ვიპოვე აქტივობა, რომლითაც მთელი ცხოვრება დავკავდები.
ავტორი - მარიამ როხვაძე